მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი
ლედ ზეპელინის არსებობის პირველი წლები დაჩრდილა 1971-1975 წლებში ჯგუფის წარმატებამ. ამ პერიოდშივე გამოიცა მათი საუკეთესო ალბომები. მათ იმიჯში გამოჩნდა ფერადი ტონები. მაგრამ ჯგუფი არა მხოლოდ მუსიკით, არამედ სცენის მიღმა მიმდინარე შეშლილი ცხოვრებით იყო ცნობილი. ლედ ზეპელინი იმ პერიოდში საკუთარი თვითმფრინავით მოგზაურობდა, სახელად The Starship. ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ერთდროულად სასტუმროს რამდენიმე ნომერს - განსაკუთრებით აღსანიშნავია კონტინენტალ ჰაიატი, ლოს ანჯელესში. ბევრი ჟურნალისტი თვალს ადევნებდა მათ ცხოვრებას, შემდეგ კი სტატიებს წერდა ჯგუფის მიერ მოწყობილ დებოშებზე. ბენდი ცნობილი იყო იმით, რომ ამტვრევდა სასტუმროში განლაგებულ ავეჯს და აგდებდა ტელევიზორებს ფანჯრებიდან. უფრო მეტიც - ერთ-ერთი ასეთი „ზეიმის“ დროს ჯონ ბონემი მოტოციკლით დარბოდა დაქირავებულ სართულზე.1976 წლისათვის ლედ ზეპელინი მსოფლიო მასშტაბით უფრო პოპულარული და ცნობილი იყო, გაყიდა უფრო მეტი ალბომი, ვიდრე სხვა ჯგუფებმა, მათ შორის, როლინგ სტოუნზმაც. მათი კონცერტები უკვე შეიცავდა თეატრალურ ელემენტებსა და განათების ახალ საშუალებებს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ჯგუფის წევრების ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა უარყოფით მოვლენებს - 1977 წელს გარდაიცვალა რობერტ პლანტის შვილი, ჯიმი პეიჯი ჰეროინს ეტანებოდა, ხოლო 1980 წელს, ჯონ ბონემის დაღუპვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.

No comments:
Post a Comment