პირველი წლები

პირველი წლები (1968–1970)
ლედ ზეპელინის ფესვები პირველ რიგში, მოდის ბრიტანული ბლუზით შთაგონებული ჯგუფიდან The Yardbirds. ჯიმი პეიჯი შეუერთდა ამ ჯგუფს 1966 წელს, ბას გიტარისტის ამპლუაში, რადგანაც მისი წინა ბას გიტარისტი პოლ სემუელ სმიტი წავიდა ჯგუფიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ პეიჯი სოლო გიტარაზე გადაერთო და სოლო-პარტიებს ასრულებდა ჯეფ ბეკთან ერთად.
ჯგუფიდან ბეკის წასვლის შემდეგ, 1966 წელს, The Yardbirds, რომელიც დაღლილი იყო მუდმივი ტურებითა და ჩაწერით, დაშლა დაიწყო. პეიჯს სურდა სუპერჯგუფის შექმნა, სადაც ბეკიც და The Yardbirds-ის კიდევ ორი მუსიკოსი, კიტ მუნი და ჯონ ენუისტლი დაუკრავდნენ. ვოკალისტები დონოვანისტივ უინვუდი და სტივ მერიოტი ასევე მოიაზრებოდნენ მომავალი ჯგუფის პოტენციურ წევრებად.
ახალი შემადგენლობის პირველი ერთობლივი რეპეტიცია შედგა პი ჯეი პრობის სესიების უკანასკნელ დღეს. პრობი იხსენებდა: „უკანასკნელ დღეს მცირე სტუდიური დრო დარჩა და ვთხოვე მათ დაკვრა, სანამ თავად მოვიფიქრებდი ტექსტს. მაშინ ეს არ იყო ლედ ზეპელინი, მაშინ ეს ჯერ კიდევ New Yardbirds იყო და ეს ჩემი ჯგუფი უნდა ყოფილიყო“ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ 1966 წელს პეიჯმა, ბეკმა და მუნმა ჩაწერეს სიმღერა Beck's Bolero (იგი შეტანილია ბეკის 1968 წლის ალბომში Truth. ამ ხმისჩამწერ სესიებზე მუსიკოსებთან მუშაობდა ბას გიტარისტი ჯონ პოლ ჯონსი. მისი თქმით, იგი მზად იყო პეიჯთან მომავალ პროექტებში მონაწილეობისათვის.
ჯგუფის The Yardbirds უკანასკნელი კონცერტი შედგა 1968 წლის ივლისში. თუმცა, ამის შემდეგ, მათ შესთავაზეს რამდენიმე კონცერტის ჩატარება სკანდინავიაში, ასე რომ ჯიმ მაკკარტიმ და კიტ რელფმა პეიჯსა და ბას-გიტარისტ კრის დრეიას საშუალება მისცეს, გამოსულიყვნენ The Yardbirds-ის სახელით მომავალშიც. პეიჯმა და დრეიამ დაიწყეს ახალი ბენდის ჩამოყალიბება. პირველ ვოკალისტად მოიაზრებოდა ტერი რიდი, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა რობერტ პლანტის კანდიდატურა. ეს იყო პეიჯისათვის უკვე ცნობილი ბირმინგემელი ვოკალისტი. პლანტი უმალ დათანხმდა შემოთავაზებაზე და თავის მხრივ, ურჩია პეიჯს მუსიკოსი ჯონ ბონემი, რომელიც უკრავდა დასარტყამებზე. დრეია ამოვარდა პროექტიდან და ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მოგვიანებით სწორედ მან გადაიღო სურათი ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომის ყდისათვის.ჯონ პოლ ჯონსი პეიჯს თავისი მეუღლის რჩევით დაუკავშირდა და ჯგუფში დაიკავა ბას გიტარისტის ვაკანტური ადგილი.
1968 წელს მათ ამ სახელით მოაწყვეს ლედ ზეპელინის 1968 წლის სკანდინავიური ტური. ცნობილია, რომ კიტ მუნსა და ჯონ ენვისტლს სურდათ ერთობლივი სუპერჯგუფი, რომელშიც პეიჯი და ბეკიც დაუკრავდნენ. მისი თქმით, ბეკი და პეიჯი დაეშვებოდნენ, როგორც ტყვიის დირიჟაბლი - სწორედ ასე აღწერდა ენვისტლი ხოლმე ცუდ კონცერტს.
მენეჯერ პიტერ გრანტის რჩევით ჯგუფმა ამოაგდო ასო 'a' სიტყვიდან Lead (ტყვია), რათა ამერიკელებს არ წარმოეთქვათ leed.
1968 წლის ნოემბერში კომპანიასთან Atlantic Records გრანტმა მიაღწია 200.000 დოლარის ოდენობის ავანსს - იმ დროს ეს იყო ყველაზე დიდი ავანსი როკ-ჯგუფისათვის  Atlantic Records უფრო ცნობილი იყო, როგორც ლეიბლი, სადაც გამოიცემოდა ბლუზ, სოულ და ჯაზ შემსრულებლების ჩანაწერები, თუმცა 60-იანების ბოლოს კომპანია პროგრესული ბრიტანული ჯგუფებითაც დაინტერესდა. მათ ლედ ზეპელინთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს ისე, რომ არც კი უნახავთ მუსიკოსები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის დასტი სპრინგფილდის მიერ გაწეულ რეკომენდაციას.
ჯგუფის პირველი ალბომი ჯერ არ იყო ჩაწერილი, როდესაც 1968 წლის ოქტომბერში შედგა მათი სადებიუტო გამოსვლა სურეის უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა ჯგუფის ჩრდილო ამერიკული ტური (1968/1969), შემდეგ მათ მიაშურეს დასავლეთ სანაპიროს - ლოს ანჯელესს, სან ფრანცისკოსა და სხვა ქალაქებს.

No comments:

Post a Comment