ჯიმი პეიჯი
ჯეიმზ პატრიკ „ჯიმი“ პეიჯი (Jimmy Page, დ. 1944, 9 იანვარი) — ინგლისელი გიტარისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. მისი პირველი ჯგუფი იყო The Yardbirds, 1966 წლიდან 1968 წლამდე, რის შემდეგაც მან დააარსა ინგლისური როკ-ჯგუფი ლედ ზეპელინი.
ჯიმი პეიჯი Allmusic-ის (ყოფილი AMG) მიერ შეფასებულია როგორც ”ყველა დროის უდავოდ ერთ-ერთი გავლენიანი, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გიტარისტი და კომპოზიტორი როკის ისტორიაში”. 2004 წელს პეიჯმა დაიკავა მეოთხე ადგილი ჟურნალ Classic Rock Magazine-ის მიერ გამოქვეყნებულ ”გიტარის 100 ყველაზე ველური გმირის” სიაში, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone-მა მიანიჭა მეცხრე პოზიცია ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის. ჯიმი პეიჯი ორჯერ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. პირველად1992 წელს როგორც The Yardbirds-ის წევრი და მეორედ 1995 წელს როგორც ლედ ზეპელინის წევრი.
რობერტ პლანტი
რობერტ ენტონი პლანტი — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, წარსულში - როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის ვოკალისტი.
რობერტი დაიბადა 1948 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბრომვიჩში ინგლისი, (სტაფორდშირის საგრაფო). მამამისი, რომელიც ინჟინერ-მექანიკოსი იყო, ყველა ღონეს ხმარობდა, რათა შვილს კარგი განათლება მიეღო. რობერტი სკოლაში ჩინებულად სწავლობდა, მაგრამ 13 წლისა ელვის პრესლის სიმღერებმა გაიტაცა, მოგვიანებით კი — ბლუზმა. იგი საათობით უსმენდა ძველ ბლუზმენებს . ის მუსიკის გარდა აღარაფერზე ფიქრობდა.
მაგრამ პლანტი განსაკუთრებულად რობერტ ჯონსონს ეთაყვანებოდა. არასოდეს მომისმენია ასეთი დამატყვევებელი მუსიკა. ამბობდა რობერტ პლანტი. ის იმდენად ეთაყვანება სლიპ ჯონსის შემოქმედებას, რომ 1988 წელს მორიგი გასტროლებიც კი ჩაშალა მის კონცერტზე დასასწრებად.
თუმცა მშობლებს სულაც არ მოსწონდათ ვაჟიშვილის მუსიკით გატაცება. მათ სურდათ, რომ რობერტს ბუღალტერია შეესწავლა. ამისათვის მეზობელ სტოუნბრიჯში გაგზავნეს, სადაც მუსიკოსმა ნახევარი წელი დაჰყო. შინ დაბრუნებულ რობერტს მშობლებთან ურთიერთობა ისე დაეძაბა, რომ იძულებული გახდა, მეგობარ გოგონასთან, მორინთან გადასულიყო საცხოვრებლად.
ჭაბუკმა პლანტმა გადაწყვიტა, რომ თუ ოცი წლის ასაკამდე მუსიკალურ ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწევდა, საბოლოოდ შეეშვებოდა მასზე ფიქრს და ბუღალტერიას დაუბრუნდებოდა. მან რამდენიმე სინგლი ჩაწერა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, თუმცა განსაკუთრებული შედეგისთვის არ მიუღწევია. ის იყო, ყველაფერზე ხელის აღება დააპირა, რომ მის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა.
1968 წლის ზაფხულში იმ დროისთვის უკვე სახელმოხვეჭილმა გიტარისტმა ჯიმი პეიჯმა და მენეჯერმა პიტერ გრანტმა ახალი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს. ბასისტის პოვნა არ გასჭირვებიათ (ჯონ პოლ ჯონსი), აი, ვოკალისტი და დრამერი კი ვერსად შეიგულეს, რადგან იმ დროინდელ ლონდონში კარგი ვოკალისტები და დრამერები უკვე დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა ჯგუფში. სწორედ იმ დროს შეიტყო პეიჯმა, რომ ბირმინგემში ვიღაც რობერტ პლანტი ცხოვრობდა, რომელსაც შესანიშნავი ხმა ჰქონდა.
ჯონ ბონემი
ჯონ ჰენრი „ბონზო“ ბონემი (ინგლ. John Henry Bonzo Bonham) იყო ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ ლედ ზეპელინის წევრი. იგი დაიბადა 1948 წლის 31 მაისს, ინგლისში. ბავშვობიდან მას უყვარდა სამზარეულოში ტაფებზე ქვების ბრახუნი. როდესაც ჯონი 10 წლის გახდა, მამამ პირველი დასარტყამი ინსტრუმენტი უყიდა. 18 წლის ის უკვე პროფესიონალი მედოლე იყო, ამ პერიოდში მან თავის ცხოვრება დაუკავშირა იმ ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა.
ჯონ პოლ ჯონსი
ჯონ პოლ ჯონსი (ნამდვილი სახელი ჯონ ბოლდუინი) (ინგლ. John Paul Jones) — ინგლისელი მუსიკოსი. დაიბადა 3 იანვარს 1946წელს, ინგლისში. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ლედ ზეპელინის წევრი. გამოცემული აქვს რამდენიმე სოლო-ალბომიც.
ჯონ ბონემი
ჯონ ჰენრი „ბონზო“ ბონემი (ინგლ. John Henry Bonzo Bonham) იყო ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ ლედ ზეპელინის წევრი. იგი დაიბადა 1948 წლის 31 მაისს, ინგლისში. ბავშვობიდან მას უყვარდა სამზარეულოში ტაფებზე ქვების ბრახუნი. როდესაც ჯონი 10 წლის გახდა, მამამ პირველი დასარტყამი ინსტრუმენტი უყიდა. 18 წლის ის უკვე პროფესიონალი მედოლე იყო, ამ პერიოდში მან თავის ცხოვრება დაუკავშირა იმ ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა.
ჯონი ტრაგიკულად დაიღუპა 1980 წლის 25 სექტემბერს. რესტორანში შესულმა ბონემმა დალია თექვსმეტი 400 მილილიტრიანი ჭიქა არაყი და დააყოლა ხორცის დიდი ნაჭერი. ამ ყველაფრის შემდეგ მან კვლავაც განაგრძო საუზმის მირთმევა. სტუდიაში მისული ბონემი კვლავ სვამდა. გვიან საღამოს ყველამ გადაინაცვლა პეიჯის სახლში, უინდზორში. შუაღამისას ბონემს ჩაეძინა. იგი ასწიეს და გადაიტანეს საწოლში. მეორე დილით იგი მკვდარი იპოვა ჯონ პოლ ჯონსმა.
ბონემი 32 წლის ასაკში დაიღუპა. სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნარწყევის შედეგად შექმნილი ასფიქსია. სხეულის გაკვეთის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებები ბონემის სხეულში არ აღმოჩნდა.
ბონემის დაღუპვა იქცა ლედ ზეპელინის დაშლის მთავარ მიზეზად.
ჯონ პოლ ჯონსი
ჯონ პოლ ჯონსი (ნამდვილი სახელი ჯონ ბოლდუინი) (ინგლ. John Paul Jones) — ინგლისელი მუსიკოსი. დაიბადა 3 იანვარს 1946წელს, ინგლისში. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ლედ ზეპელინის წევრი. გამოცემული აქვს რამდენიმე სოლო-ალბომიც.
პიანინოზე დაკვრა 6 წლის ასაკში მამამისმა ასწავლა. დედაც მუსიკალურ ბიზნესში იყო და ამიტომ ოჯახი ხშირად მოგზაურობდა მთელი ინგლისის მასშტაბით, რის გამოც პატარა ჯონს ინტერნატში სწავლა უწევდა. 14 წლის ასაკში ადგილობრივ ეკლესიაში ქორმაისტერი და ორღანისტი გახდა. ამავე წელს მან იყიდა ბას-გიტარა და ჯაზ მუსიკამ გაიტაცა. 15 წლისა ლონდონურ ჯაზ-როკ ჯგუფ Jett Blacks-სში უკრავდა.
1962 წელს ჯონსი ჯგუფმა The Shadows დაიქირავა და კინაღამ მათი ბასისტის როლი დაიკავა, რაც მომავალში Led Zeppelin-ის არ ჩამოყალიბებას გამოიწვევდა.
1964 წელს სტუდია Decca Records-ში დაიწყო მუშაობა და ბევრ წარმატებულ არტისტთან ერთად მუშაობა მოუწია, როგორებიცაა: The Rolling stones, Jeff Beck, Françoise Hardy, Cat Stevens, Rod Stewart, Shirley Bassey, Lulu და მრავალი სხვა. სწორედ ამ სტუდიაში მუშაობისას აირჩია მან თავისი ფსევდონიმი და გაიცნო ჯიმი პეიჯი. 2 წლის შემდეგ მასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი New Yardbirds, რომელიც მომავალში ცნობილი გახდა Led Zeppelin-ის სახელით.
1980 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ ჯონი დღემდე კვლავ მრავალ ცნობილ შემსრულებელთან ერთად უკრავს სხვადასხვა პროექტებსა და კონცერტებზე.



No comments:
Post a Comment